11 თებერვალი 2025,   04:05
ვრცლად
"თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ ვიზიტის პოლიტიკურ ასპექტებზე, აქ გვერდით დარბაზში გვირჩევნია ეს ადამიანები ვიხილოთ, ვიდრე რომელიმე დედაქალაქში" - ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე

"ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი, საქართველოს მოსახლეობა. თუ მათ აქვთ სურვილი, რომ იქ ჯორჯია წარმოადგინონ ამერიკის შეერთებული შტატები, ან სხვა რომელიმე - მისისიპი ან სამხრეთ კაროლინა, ან სხვა შტატი, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ ისინი ამბობენ, რომ წარმოადგენენ საქართველოს, მათ ლეგიტიმაცია მისცა ხალხმა და ეს საკითხები გვერდით დარბაზში უნდა განიხილონ თუ აქვთ მათ ამის სურვილი, მაგრამ არ აქვთ ამის სურვილი." - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციის ინაუგურაციაზე დასწრებას ეხმაურება.

როგორც ის ამბობს, ოპონენტებს ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მისცა. 

"ქუჩაში ან სტადიონზე რომელ კონგრესმენს შეხვდნენ ეს არ ვიცი, მაგრამ თუ მათი მიზანი და როგორც ჩანს ეს არის მათი მიზანი, რომ წარმოაჩინონ, რომ მათ აქვთ ნამდვილი ლეგიტიმაცია, თუ ეს არის მათი მიზანი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი, საქართველოს მოსახლეობა. თუ მათ აქვთ სურვილი, რომ იქ ჯორჯია წარმოადგინონ ამერიკის შეერთებული შტატები, ან სხვა რომელიმე - მისისიპი ან სამხრეთ კაროლინა, ან სხვა შტატი, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ ისინი ამბობენ, რომ წარმოადგენენ საქართველოს, მათ ლეგიტიმაცია მისცა ხალხმა და ეს საკითხები გვერდით დარბაზში უნდა განიხილონ თუ აქვთ მათ ამის სურვილი, მაგრამ არ აქვთ ამის სურვილი. მთავარი მათი წარმოდგენა, შეხედულება, ვიზიტის მთავარი მიღწევა, რაც სურდათ, რომ მიეღწიათ და დაედგათ შოუ, შეექმნათ იმის შთაბეჭდილება მოსახლეობაში, რომ ისინი რამეს წარმოადგენენ.

კიდევ ერთხელ, წავიდნენ სადაც უნდათ, რა თქმა უნდა არავინ ზღუდავთ, მითუმეტეს ვაშინგტონისნაირ ლამაზ ქალაქში წასვლას და იქიდან დიდი შთაბეჭდილებებით ჩამოსვლას, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ასპექტებზე ამ ვიზიტის, აქ გვერდით დარბაზში გვირჩევნია ეს ადამიანები ვიხილოთ, ვიდრე რომელიმე დედაქალაქში ქართველი ხალხის სახელით საუბარს", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

 

დღის ამბები