
თურქეთში, სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.
ხანძარი დილის სამ საათზე, 12-სართულიანი ხის სასტუმროს რესტორანში გაჩნდა, სადაც 237 ადამიანი იმყოფებოდა.
სულ მცირე ორი ადამიანი, პანიკურ მდგომარეობაში, თავის შველის მიზნით სასტუმროს ფანჯრიდან გადახტომას ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ხანძრისგან თავის დაღწევის მიზნით სასტუმროს ბინადრები ზეწრების გამოყენებით ცდილობდნენ შენობის მაღალი სართულებიდან გადმოსვლას.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.