14 თებერვალი 2025,   04:49
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

მაკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაღრმავებას და ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებას.

საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.

დღის ამბები