14 თებერვალი 2025,   05:17
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი ძლიერი ქარიშხლისთვის ემზადება

დიდი ბრიტანეთს თავს ქარიშხალი Éowyn-ი დაატყდება. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, პარასკევს და შაბათს, ქარის გამო ყვითელი გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

ქარიშხლის 90 მილი/სთ (145 კმ/სთ) სიჩქარემ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროენერგიის გათიშვა და მგზავრობის შეფერხება. ასევე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და მთებში თოვლი.

არამდგრადი ამინდი ხუთშაბათიდან დაიწყება. ღამით, ქვეყნის დასავლეთ რაიონებში კი გაძლიერებული ქარი და ძლიერი წვიმა იქნება.

მეტეო ოფისმა განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის ძალიან ძლიერმა ქარმა შეიძლება გამოიწვიოს შენობების დაზიანება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება, გზების ან ხიდების ჩაკეტვა და ელექტროენერგიის გათიშვა.

დღის ამბები