
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
ქართველი ხალხის სახელით, თანავუგრძნობ პრეზიდენტ ერდოღანს, მეგობარ თურქ ხალხს და ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ დაღუპულთა ოჯახებს," - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.