14 თებერვალი 2025,   06:25
ვრცლად
სომხეთში რუსული დიპლომატიური მისიის შემადგენლობა იზრდება - გადაწყვეტილება, მოსკოვში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა

სომხეთში რუსული დიპლომატიური მისიის შემადგენლობა იზრდება. გადაწყვეტილების შესახებ მოსკოვში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გამოაცხადა. არარატ მირზოიანმა მოსკოვში სერგეი ლავროვთან გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერევანი დაინტერესებულია რუსეთთან ეფექტური პოლიტიკური დიალოგით. სომხეთის საგარეო მინისტრის განმარტებით ოფიციალური ერევანი რუსეთთან ასევე კონსტრუქციული დიალოგის პრინციპის მხარდამჭერია.

სერგეი ლავროვმა კი კოლეგას განუცხადა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების გაფართოება და ამ წარმომადგენლობების რიცხოვნობის ზრდა ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენს. ერევანი მოსკოვთან საინტეგრაციო გაერთიანებების ფარგლებში მიღებული შეთანხმებების რეალიზებასაც განიხილავს. მოსკოვში ვიზიტამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ხელი მოაწერა ქარტიას სომხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

დღის ამბები