14 თებერვალი 2025,   06:20
ვრცლად
დონალდ ტრამპის განკარგულებით, კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული ორი პირი ციხიდან გაათავისუფლეს

დონალდ ტრამპის განკარგულებით, 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული ორი პირი ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტიუარტ როდსი და ენრიკე ტარიო გათავისუფლებული მჯავრდებულები არიან. სტიუარდ როდსს 18, ხოლო ენრიკე ტარიოს 22 წელი ჰქონდა მისჯილი.

დონალდ ტრამპმა, რომელიც გუშინ ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტი გახდა, პრეზიდენტობის პირველივე დღესვე ასამდე მნიშვნელოვან აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. მათ შორის არის კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე პირების შეწყალება.

დღის ამბები