14 თებერვალი 2025,   06:48
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 იანვარს 11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხევშა, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ქავთარაანი, ჯიჯონი, ამირთა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 12:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში - ჭოპორტი, დავათი, ნოკორნა, წითურები, ქერიაანთკარი, ნოჯა, ბიწმენდი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-იდან 15:00 საათამდე მომხმარებლებს - აბანოსხევში, ჭოპორტში, ბულაჩაურში, წითელსოფელში. 14:30-იდან 14:40 საათამდე აბონენტებს - ჟინვალში, ანანურში, ბიჩნიგაურებში, ციხისძირში და მიმდებარე სოფლებში.

11:00-იდან 12:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 14:00-იდან 16:00 საათამდე სოფლებში - ბიწმენდი, ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი, ახალსოფელი, ზედაზენი, წიწამური, ზაქარო, გაზის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-იდან 13:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გლდანში მებაღიშვილის, მიხეილ ხერგიანის, მიქატაძის, ბარათაშვილის ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილზე.

12:00-იდან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ლევან რჩეულიშვილის, რენე შმერლინგის, ვახტანგ ცინცაძის, ანდრონიკაშვილის, ნანეიშვილის ქუჩებზე, ჩილიპირების ტერიტორიაზე, ხოლო 15:00-იდან 17:00 საათამდე - ხატაეთის, შერმადინის, ნურადინ ფრიდონის, ვახუშტი ბატონიშვილის, ცამეტი ასურელი მამის, რენე შმერლინგის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები