09 თებერვალი 2025,   13:01
ვრცლად
"თუ შეურაცხყოფის გზას ირჩევენ, მაშინ შემოთვლებს თავი უნდა დაანებონ, თუ შემოთვლები, თავდებობა და დახმარება სჭირდებათ, ამის პირობები გადავეცი საჯაროდ, ჩამოყალიბდნენ" - მამუკა მდინარაძე ანდრო ჭიჭინაძეზე

"როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება" - ამ კომენტარით უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ანდრო ჭიჭინაძის მიმართავს.

თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ მზად არის, ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, ოღონდ იმ დათქმით, "თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა და რაში იღებდა მონაწილეობას." ამის პასუხად მსახიობმა მამუკა მდინარაძეს ციხიდან მიმართა: "არ დაგავიწყდეს, რომ უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ". სწორედ ამ პასუხზე დაუსვეს კითხვა დღეს მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა.

"როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება, როცა სამართლიან ქვეყანაზე, სამართლიან სასამართლოზეა საუბარი, მათი აქციის ორგანიზატორების დროის განსხვავებით, რომელ ძალადობრივ აქციებშიც ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობას იღებდა, ის სინამდვილეში ვისი დაორგანიზებულიც არის, მათი დრო აღარ არის.

დღეს თუ მართალია ადამიანი, მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაიმართლოს და როდესაც სასამართლოში თავის გამართლების ასეთი საშუალება გაქვს, მაშინ უნდა "მიაწვე" ბოლომდე ამას და თუ უდანაშაულო ხარ არავინ არ დაგაბრალებს დანაშაულს. შესაბამისად ამისა, ამას აღარ სჭირდება არც შემოთვლები და არც რაღაცის თხოვნები. უნდა ჩამოყალიბდე ამ დროს. ძალიან ბინძური სახე მიიღო, იმ ადამიანს იყენებენ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, ხან რაღაცას დააწერინებენ, ხან დედა სხვა ინტერესებს შვილის ინტერესებზე წინ დააყენებს და ა.შ. პოლიტიკურ ინტერესებს, რაც წარმოუდგენელია ჩემთვის.

ერთი გზა უნდა აირჩიონ ან მეორე გზა უნდა აირჩიონ, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ და ამ გზას თუ ირჩევენ, შეურაცხყოფისას, მაშინ შემოთვლებს უნდა დაანებონ თავი და თუ შემოთვლები, თავდებობა და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამისი პირობები გადავეცი საჯაროდ და მაშინ შეურაცხყოფას უნდა დაანებონ თავი და ჩამოყალიბდნენ. ამის იქით მე ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ მითუმეტეს რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიძლება ითქვას," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები