09 თებერვალი 2025,   11:55
ვრცლად
ერაყში მიიღეს კანონი, რომელიც 9 წლის გოგონებზე ქორწინებას ფაქტობრივად ლეგალურს ხდის

ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 9 წლის გოგონებთან ქორწინებას, ფაქტობრივად ლეგალურს ხდის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

ერაყის კანონმდებლობით, ქორწინების ასაკი 18 წელია. ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა კი, სასულიერო პირებს საშუალება მისცა გადაწყვეტილებები ისლამური სამართლის მათი ინტერპრეტაციის შესაბამისად მიიღონ. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ გოგონებს დაქორწინება "ადრეულ მოზარდობაში" ან 9 წლის ასაკში შეუძლიათ.

ცვლილებები ისლამურ სასამართლოებს უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს ოჯახურ საკითხებში, მათ შორის, ქორწინებაზე, განქორწინებაზე და მემკვიდრეობაზე. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს ძირს უთხრის ერაყის 1959 წლის პერსონალური სტატუსის კანონს, რომელიც აერთიანებდა საოჯახო კანონს და ქალთა დაცვაზე გარანტიებს აწესებდა.

ცვლილებების მხარდამჭერები, რომლებსაც ძირითადად კონსერვატიული შიიტი კანონმდებლები წარმოადგენენ, აღნიშნავენ, რომ ახალი ცვლილებები, კანონის ისლამურ პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანის და ერაყის კულტურაზე დასავლური გავლენის შემცირების საშუალებაა.

დღის ამბები