
კომპიუტერული ქსელი და სისტემები, ბაღის დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, სასტუმრო და სარესტორნო საქმე - ამ და სხვა პროფესიების შესწავლა წელს უკვე ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ სკოლაში იქნება შესაძლებელი.
ინტეგრირებული პროფესიული პროგრამა შერჩეული სკოლების მოსწავლეებს 6 პროფესიულ კვალიფიკაციას სთავაზობს. ამ დროისთვის პროგრამაში, რომელიც 2024 წელს დაიწყო, 300-ზე მეტი მოზარდია ჩართული.
ზოგადთან ერთად, პროფესიული განათლების მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 20 სხვადასხვა სკოლაშია შესაძლებელი. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ რაოდენობა უახლოს მომავალში 50-ს გადააჭარბებს. მინისტრის განცხადებით, სკოლებთან ერთად, გაიზრდება პროფესიული საგნების რაოდენობაც.
2-წლიან ინტეგრირებულ პროგრამაში მონაწილეობა მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან ერთად, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომებსაც მიიღებენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე