07 თებერვალი 2025,   13:07
ვრცლად
აშშ-ში ქალაქ ნეშვილის საშუალო სკოლაში მოსწავლემ ორი თანატოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში მდებარე საშუალო სკოლაში, შეიარაღებულმა მოსწავლემ ორი თანატოლი დაჭრა. შემთხვევა Antioch High School-ის კაფეტერიაში მოხდა. ამის შესახებ გამოცემა nypost წერს. 

პირმა, რომელმაც ორი ადამიანი დაჭრა, შემდეგ გასროლა საკუთარი თავის მისამართით განახორციელა. ამ დროისთვის უცნობია სამივე მათგანის მდგომარეობა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ "სროლაზე პასუხისმგებელი პირი საფრთხეს აღარ წარმოადგენს."

არც სამ,ართალდამცველები და არც სკოლა ამ ეტაპზე არ ავრცელებს ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა თავში ისროლა.

სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები