
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა მალე ისტორიულ მაქსიმუმზე იქნება. "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კირცხალია დონალდ ტრამპსა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ფასეულობათა თანხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას.
"იმ ადმინისტრაციისა და პოლიტიკური გუნდის, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ დაიკავა ოვალური კაბინეტი და ჩაიბარა აშშ-ის სადავეები ხელში, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო, პირველ რიგში, სუვერენიტეტი, მათთვის მთავარი ღირებულება იყო თავიანთი ქვეყანა. საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობა უნდა იყოს ისტორიულ მაქსიმუმზე, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს, რადგან ამ ადმინისტრაციის ფასეულობები და ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ფასეულობებსა და ღირებულებებთან," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.