07 თებერვალი 2025,   13:11
ვრცლად
"ღირებულებების ნაწილში თანხვედრა ძალიან თვალსაჩინოა, ვინაიდან ბატონი ტრამპისთვისაც არსებობს ორი სქესი - ეს არის კაცი და ქალი" - ლევან მაჭავარიანი

"ქართული ოცნება" ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ღირებულებების თანხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მთავარ გამოწვევებს გაუმკლავდება, დაიწყება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესიც.

"ღირებულებების ნაწილში თანხვედრა ძალიან თვალსაჩინოა, ვინაიდან ბატონი ტრამპისთვისაც არსებობს ორი სქესი - ეს არის კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება. ასევე, ბატონი ტრამპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ისევე, როგორც ჩვენთვის. როდესაც ის ყველაზე მსხვილი თემები, რაც ბატონი ტრამპის მაგიდაზე დევს, დალაგდება, დაიწყება ჩვენი ურთიერთობების ჯანსაღ რეჟიმში, თვისობრივი გადატვირთვის პროცესიც." - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები