
რუსთავში, ახალი გზის მშენებლობა კიდევ ერთ ქუჩაზე იწყება. ზედგენიძის ქუჩაზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა, ახალი გზა და ტროტუარები მოეწყობა.
პროექტი, რუსთავის მერმა პარლამენტში რუსთავის დელეგატთან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, მოსახლეობას ადგილზე გააცნო. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტი მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.