07 თებერვალი 2025,   11:08
ვრცლად
ტრამპის ადმინისტრაციამ პროკურატურას დაავალა, სისხლის სამართლის მუხლით გამოიძიონ ნებისმიერი მაღალჩინოსნის ან ადგილობრივი ორგანოს ქმედება, რომელიც არალეგალი მიგრანტების დაკავების შესახებ განკარგულებას არ დაემორჩილება

არალეგალური მიგრანტებისთვის აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაკეტვის შესახებ განკარგულება უკვე ხელმოწერილია. თეთრი სახლის ვებ-გვერდზე განმარტებულია, რომ "იმიგრაციისა და ეროვნული აქტის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს უფლება, აღკვეთოს არალეგალი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხრეთ საზღვრის გავლით."

გუშინვე, აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა ტრამპის ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მყოფ არალეგალ იმიგრანტებს, ქურდობის შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდებათ.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პროკურატურას დაავალა, სისხლის სამართლის მუხლით გამოიძიონ ნებისმიერი მაღალჩინოსნის ან ადგილობრივი ორგანოს ქმედება, რომელიც არალეგალი მიგრანტების დაკავების შესახებ განკარგულებას არ დაემორჩილება.

დღის ამბები