21 აპრილი 2025,   08:26
ვრცლად
ტრამპის გამოჩენასთან ერთად გაჩნდა გარკვეული იმედი, რომ უახლოეს თვეებში შესაძლოა რაიმე ფორმით უკრაინაში ომი შეჩერდეს - ნიკოლოზ მეტრეველი

მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ საკუთარ მოლოდინებზე ბრიფინგზე ისაუბრა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა. მისი განცხადებით, მომდევნო თვეები საქართველოსა დ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.

"ისტორიას არ ახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისეთი ომი და უბედურება, რაც ტრიალებს უკრაინის ტერიტორიაზე. ტრამპის გამოჩენასთან ერთად გაჩნდა გარკვეული იმედი, რომ უახლოეს თვეებში შესაძლოა რაიმე ფორმით ეს ომი შეჩერდეს.

ინტერესი არსებობდა გლობალური ომის პარტიისგან, ე.წ. დიფ სთეითისგან, რომ საქართველო უფრო მეტად ჩართულიყო. ჩვენ ვნახეთ ამისი ნათელი მაგალითი საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში, თუნდაც მდიდარი ენჯეოების ფულები სად მიედინებოდა და რას ხმარდებოდა, მაგალითად ლგბტ პროპაგანდას, ოპოზიციური ტელევიზიების დაფინანსებას“, - აცხადებს ანალიტიკოსი  ნიკოლოზ მეტრეველი.

დღის ამბები