
"ყველა ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანის პოზიცია არის ეს" - გიორგი გამსახურდია დონალდ ტრამპის მითითებებზე, საბიუჯეტო სახსრების გენდერული იდეოლოგიის გასავრცელებლად გამოყენების აკრძალვასთან და გენდერული იდეოლოგიის მიერ ცრუ ინფორმაციების გავრცელებასთან დაკავშირებით.
ასევე, როგორც გიორგი გამსახურდია წერს, ტრადიციულ, ნორმალურ, რელიგიურ ქვეყნებში ლგბტქ პროპაგანდა, არაპოპულარულია და ვერასდროს ვერ მოიდგამს ფეხს:
"ყველა ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამიანის პოზიცია არის ეს. ყველა ნორმალური ადამიანი აზროვნებს ესე. თუმცა, არიან ლიბერალფაშისტები, რომლებიც ანომალიურად აზროვნებენ. დასრულდა ამ კარგი და პატრიოტი კაცის წყალობით, მავნებლური ლგბტქ პროპაგანდის ხანა. ისე კიდევ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ტრადიციულ, ნორმალურ, რელიგიურ ქვეყნებში კი მათი პროპაგანდა, არაპოპულარულია და ვერასდროს ვერ მოიდგავს ფეხს. დავასრულებ, მამაცი და პატრიოტი ხალხის, პოლონელების გამოთქმით, ომი ჯვართან, ჯერ არავის არ მოუგიაო,"- წერს გიორგი გამსახურდია.