07 თებერვალი 2025,   12:11
ვრცლად
10 000 კომპანია, გამოფენის 900-მდე ორგანიზატორი, 160 ქვეყანა - საქართველო, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

10 000 კომპანია, გამოფენის 900-მდე ორგანიზატორი, 160 ქვეყანა - საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ესპანეთში "FITUR 2025" უკვე დაიწყო. მადრიდი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

ქართულმა სამზარეულომ და ღვინომ უცხოელი დამთვალიერებლების მოწონება გამოფენის გახსნისთანავე დაიმსახურა. 5 დღის განმავლობაში, სტუმრები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას უკეთ გაეცნობიან.

მსხვილ საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებიც მონაწილეობენ. ქართულ მხარეს ასევე შესაძლებლობა მიეცემა, წამყვან საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართოს შეხვედრები.

საქართველო "ფიტურ მარდიდზე" პირველად არ მონაწილეობს. წლიდან წლამდე ქვეყნის მიმართ ინტერესი სულ უფრო მატულობს. სტუმრები განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოთი დაინტერესდნენ.

გამოფენას მადრიდში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილიც დაესწრო. "Fitur 2025" უკვე მეორე დღეა, გაიხსნა და 26 იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები