
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "დავოსის ფორუმზე" ვირტუალურად გამოსვლისას განაცხადა.
"მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს არ არის ეკონომიკური მიზეზის გამო. ეს არის იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ წელს დავოსში კვლავ ისაუბრებს, ტრამპმა უპასუხა - "რუსეთს უნდა ჰკითხოთ. უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის".