
ტრამპის გზავნილები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი, ონლაინ ჩართვის დროს, როგორც საგარეო, ასევე შიდა საკითხებს შეეხო. "ევროკავშირი ძალიან, ძალიან უსამართლოდ გვექცევა", - აცხადებს ტრამპი, რომელიც ევროპისგან უფრო სამართლიან სავაჭრო პოლიტიკას ითხოვს.
მისი კიდევ ერთი გზავნილი პუტინთან შეხვედრასა და ომის შეჩერებას ეხებოდა. "მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ამის მიზეზი არ არის ეკონომიკა, ეს არის იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება", - აცხადებს ამერიკის ახალი პრეზიდენტი.
მან აქცენტი გააკეთა ბირთვული რესურსის შემცირებაზეც, რაც მისი თქმით, რუსეთსაც და ჩინეთსაც მოეწონა. პარალელურად, ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ კარგი ურთიერთობა ექნება სი ძინპინთან და ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში დაეხმარება.
კიდევ ერთი თემა იყო განკარგულებები, რომლებსაც ხელი მან პრეზიდენტობის პირველივე დღეს მოაწერა. ამერიკის ოფიციალური პოლიტიკაა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები. აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.
ავტორი: ნანა გოგატაძე