
ქვეყანაში ისევ იზრდება სეზონური გრიპის შემთხვევები. ექიმები პიკს თვის ბოლოსთვის ელოდებიან. ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან ჰიგიენის ნორმები და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. საქართველოში ამ დროისთვის "ა" და "ბ" ტიპის ვირუსები ცირკულირებს.
"იანვარი ამით ხასიათდება, განსაკუთრებით - მეორე ნახევარი, როდესაც შემთხვევები იმატებს. ეს სხვა წლებშიც ასე იყო და ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, გრიპის საკმაოდ ბევრი შემთხვევაა. ძირითადად არის ამბულატორიული მიმართვიანობა, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებში რისკ ჯგუფებში, ეს არიან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები, მათთან გარკვეულ შემთხვევაში სტაციონარიზაციაც კი ხდება საჭირო", - აცხადებს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა.