29 აპრილი 2025,   15:19
ვრცლად
ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ

ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში", "ლელოსა" და "ახლების" კოალიციაში დღეს განმარტეს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათ, როგორც პარლამენტის წევრებს, დეკლარაციის შევსებას სთხოვს.

მათი თქმით, ისინი არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, შესაბამისად, დეკლარაციებს არ შეავსებენ.

"ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ. არანაირ მონაწილეობას არ ვიღებთ ამ. ე.წ პარლამენტის საქმიანობაში, ამიტომ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმის წინააღმდეგი, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაციები. პარლამენტის წევრის ფორმატი უბრალოდ არ არის ჩვენი ფორმატი, რადგანაც ჩვენ არ გახლავართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები,"- აცხადებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები