30 აპრილი 2025,   01:11
ვრცლად
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს

სახალხო დამცველის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელი თავს ნორმალურად გრძნობს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, რამდენადაც ინფორმაცია აქვს, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

ჟურნალისტი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 16 დღეა შიმშილობს.

"ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. მისი დაკავებიდან დღემდე, ჩვენს მიერ ქალბატონი მზია მონახულებული იქნა 7-ჯერ. მათ შორის ჩემს მიერ, პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები. მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანში. ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები, ექიმი დღეში სამჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად იღებენ ინფორმაციას.

როდესაც შევხვდი მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილის შეწყვეტას არ აპირებდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები