09 თებერვალი 2025,   13:02
ვრცლად
"პროცესი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში წამოიწყო, არის აბსურდი, თავის მოტყუება" - ლაშა ფარულავა დროებით საგამოძიებო კომისიაზე

"პროცესი, რომელიც  წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში, არის აბსურდი, თავის მოტყუება", - ასე ეხმაურება პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. 

საუბარია დეპუტატთა ჯგუფზე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს.

"ის პროცესი, რომელიც წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში, არის აბსურდი, თავის მოტყუება. ახლა მათ არაფერი აქვთ სათქმელი მოქალაქეებისთვის და კვლავ პროპაგანდისტულად ცდილობენ წარსულზე ილაპარაკონ. წარსულზე კი არა, ჩვენ ვლაპარაკობთ მომავალზე, რომელსაც გვართმევენ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე", - აცხადებს ლაშა ფარულავა.

პარლამენტში დღეს ოფიციალურად შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვე იმუშავებს. ამ პერიოდის განმავლობაში, მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა, რომელთაც შეიძლება, რაიმე კავშირი ჰქონდეთ 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან.

ცნობილია, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები სამხედროები არ იქნებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე მომზადებული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება პროკურატურას გადაეგზავნება.

დღის ამბები