07 თებერვალი 2025,   12:37
ვრცლად
"ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს იმ მანდატსა და ნდობაზე, რომელიც მათ ამომრჩეველმა გამოუცხადა" - ვლადიმერ ბოჟაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, თუ პარლამენტში მანდატების შეჩერებაზე დადებითად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, "ეს იქნება იმ 49 უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისა და დეპუტატის გადაწყვეტილება, რომელმაც უარი თქვა პარლამენტში მუშაობაზე".

მისი თქმით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს იმ მანდატსა და ნდობაზე, რომელიც მათ ამომრჩეველმა გამოუცხადა.

"თუ დადებითად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, იქნება იმ 49 უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისა და დეპუტატის გადაწყვეტილება, რომელმაც უარი თქვა პარლამენტში მუშაობაზე, იმ მანდატსა და ნდობაზე, რომელიც მათ ამომრჩეველმა გამოუცხადა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გაცნობიერებულად დაწერეს განცხადებები, მათ გააცნობიერეს, რომ არ ექნებოდათ პარლამენტის არც იმუნიტეტი, არც ხელფასი და არც თანამდებობა. რატომ აკეთებთ აქცენტებს იმუნიტეტზე, მე არ მესმის. თუ ამბობთ იმას, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს და ამის გამო იმუნიტეტი უნდა მოუხსნათ თუ არა, ეს სხვა საკითხია. თუ ვინმეზე არის სისხლის სამართლებრივი პროცედურები დაწყებული და მიმართავს პროკურატურა პარლამენტს, ეს იქნება სხვა მსჯელობის საკითხი", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღის ამბები