09 თებერვალი 2025,   12:19
ვრცლად
USAID-ში პირდაპირი წესით დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ანაზღაურებად შვებულებაში უშვებენ

USAID-ში პირდაპირი წესით დასაქმებული ყველა თანამშრომელი ანაზღაურებად შვებულებაში გავა, - განცხადება ტრამპის ადმინისტრაციაში გაკეთდა.

პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ყველა თანამშრომლის ამერიკაში დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ ცნობას "ეი ბი სი" ავრცელებს.

USAID-ის თანამშრომლების რიცხვი 10 000-ზე მეტია. პერსონალის მესამედი უცხოეთში მუშაობს. სააგენტო 60-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებდა.

დღის ამბები