
საქართველოს მოქალაქემ იტალიის დედაქალაქში, "ჩამპინოს" აეროპორტში ხანძარი გააჩინა. პოლიციამ მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი საკონტროლო კოშკის ქვეშ მდებარე ოფისს წაუკიდა. მედიის ცნობით, მამაკაცი რომში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა და ის აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა.
იტალიის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სააგენტოს ინფორმაციით, მცირე ხანძრის გამო, "ჩამპინოს" აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა. ამასთან, საკონტროლო კოშკის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.