21 მარტი 2025,   11:53
ვრცლად
"არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას, პარლამენტის წევრები იქნებიან თუ რადიკალური ოპოზიციის ცნობადი სახეები, რომ მათი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფილი იქნება და არ დაისჯება" - დავით მათიკაშვილი

"იმ ობიექტის ბლოკირება, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაშია შეტანილი, სისხლის სამართლის წესით ისჯება," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის განცხადებით, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ "ამ წესის დარღვევის გამო დაკავებულების მიმართ შესაბამისი, ადეკვატური, სამართლებრივი ღონისძიება გატარდება."

"ობიექტის ბლოკირება, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაშია შეტანილი, სისხლის სამართლის წესით ისჯება. შესაბამისად, ნურავის გაუკვირდება, თუკი ამ წესის დარღვევის გამო მათ მიმართ შესაბამისი, ადეკვატური, სამართლებრივი ღონისძიება გატარდება. არავისთვის არ წარმოადგენს ინდულგენციას, იქნებიან ეს პარლამენტის წევრები თუ რადიკალური ოპოზიციის ცნობადი სახეები, რომ მათი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან იქნება უგულებელყოფილი და სათანადო წესით არ დაისჯება," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები