21 მარტი 2025,   10:47
ვრცლად
"დანაშაულები, რომელზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს, უფრო მკაცრ, ამერიკულ კანონს საჭიროებს - რაც ახლა გვაქვს, ქართული, შემსუბუქებული ვარიანტია" - ირაკლი ზარქუა

ამერიკული "ფარას" ანალოგიური კანონპროექტის მიღებაზე მუშაობას "ქართული ოცნება" დღეიდან იწყებს.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, კანონპროექტი ამერიკაში მიღებული კანონის ანალოგი იქნება.

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, საელჩოდან დაწყებული, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები როგორ იყვნენ ჩართულნი შიდა პოლიტიკურ ამბებში. რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რასაც ჩვენ ვისმენთ, ეს კიდევ იმაზე უფრო მეტი დანაშაულია. გვგონია, რომ ამერიკული კანონი, რომელიც იქ მოქმედებს, ის უნდა გადმოვიტანოთ და ავამოქმედოთ. ჩვენ ახლა რაც დღეს გვაქვს, ეს იყო ქართული ვარიანტი, შემსუბუქებული ვარიანტი. მაგრამ, ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ და გავიგონეთ ამას უფრო მკაცრი, ამერიკული კანონი სჭირდება და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში დაინიცირდება და შესაბამისად, ყველას შეეძლება მოისმინოს რა და როგორ იქნება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები