21 მარტი 2025,   10:30
ვრცლად
"ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი" - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო სასამართლომ დაადანაშაულა.

"ლუსტრაცია მოხდა მორიგ ჯერზე, ვის და როგორ ემსახურება - ხაზარაძე არასდროს ყოფილა, რაც მე ვიცი გადმოცემით და ახლა რაც ვნახე აწმყოში, არასდროს ყოფილა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი, ის ყოველთვის იყო ის, ვინც დღეს
არის - ემსახურებოდა უცხოურ ლობს, უცხოურ პატრონებს და პოლიტიკაში მოვიდა ასევე უცხოური ინტერესების გამტარებლად. ე.ი. უცხო ქვეყანას ეუბნება, რომ საქართველო დაისაჯოს. რატომ? იმიტომ, რომ მის რაღაც არაადეკვატურ, გიჟურ იდეებს რომ ქართველმა ხალხმა მხარი არ დაუჭირა.

მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი, რომ ჩვენი საუკუნის პროექტი - ანაკლიის პორტი აეშენებინა, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მილიარდობით დოლარს სთხოვდა ქართველი ხალხისგან და ბიუჯეტისგან. საერთაშორისო სასამართლომ, იცით თქვენ, რომ ის დაადანაშაულა და, პირიქით, 600 000 დოლარი აქვს მოსატანი. მამუკა, მოიტანე ფული და იმ ფულებს ჩვენ ბაღებს, სკოლებსა და კარგ საქმეებს მოვახმართ", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები