20 მარტი 2025,   05:02
ვრცლად
"ფარა", მედიის ბრიტანული სტანდარტი და საჯარო მოსამსახურეებისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვა - "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ბაზის გამკაცრებას იწყებს

პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, დღეს დეტალურად ისაუბრა. ამერიკული "ფარას" ანალოგი, მედიის რეგულირების ბრიტანული მოდელი და ცვლილებები საჯარო სამსახურში უცხოური დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძის თქმით, დროულია და დემოკრატიულ პრინციპებთან სრულ თანხვედრაში მოდის. კობახიძემ სპეკულაციური უწოდა ოპონენტების საუბარს ცენზურაზე და განმარტა, რომ კანონი მედიის შესახებ, სიცრუისა და სიძულვილის ენის გავრცელებას შეაფერხებს, რაც შეუძლებელია გამოხატვის თავისუფლების პრინციპთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს.

ე.წ. ფეიკ ნიუსთან ბრძოლა დაასახელა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ახალი კანონის მიღების ერთ-ერთ მთავარ მოტივად. შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი ბრიტანული მოდელის ზუსტ ანალოგს გადმოიტანს, რაც ყველა კითხვის ნიშანს გააბათილებს. შალვა პაპუაშვილმა დღეს ოპონენტებს კანონებთან დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოსთვის მიმართვაც ურჩია.

ბრიტანული BBC-ის სტანდარტი და ამერიკული "ფარა" - ხელისუფლების პირობის მიუხედავად, რომ კანონები საქართველოში მათი ზუსტი ასლი იქნება, ოპოზიციაში ინიციატივას შემზღუდავს უწოდებენ. არაფერს ამბობენ იმაზე, მიიჩნევენ თუ არა ანალოგიურად დასავლეთის ქვეყნებში წლებია მოქმედ და გამოცდილ კანონებს.

ოპონენტებს არგუმენტების არარსებობის გამო, პოლიტიკურ სპეკულირებაში ადანაშაულებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველი გუნდის აზრით, საჯარო სამსახურში უცხოური დაფინანსების მიღების კონტროლი, დეზინფორმაციასთან ბრიტანული მეთოდით ბრძოლა და გამჭვირვალობის ამერიკული სტანდარტი - ქვეყნის კანონმდებლობას დასავლურ სტანდარტთან კიდევ უფრო დააახლოებს.

საპარლამენტო უმრავლესობაა ახალ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს უახლოეს დღეებში დააინიციირებს. პარლამენტი კანონპროექტებს კანონებად სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე აქცევს.

დღის ამბები