
კანონების გამკაცრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცხო ქვეყნებიდან მუდმივი ჩარევის მცდელობაა საქართველოს შიდა საქმეებში - ამას "ქართულმა ოცნებამ" "საელჩოების დიქტატურაც" კი უწოდა. გუშინ, "ღამის კურიერში", პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა თუ როგორ აძლევდნენ მას მითითებას მინისტრობის დროს დასავლური ქვეყნების ელჩები. რას გულისხმობს თეა წულუკიანი "ელჩების დიქტატურაში" "ღამის კურიერის" ეთერშივე განმარტა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ნაწილი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა. გაიხსენა უშუალოდ მისი მინისტრობის პერიოდი და ფაქტები, როდესაც მისივე განცხადებით დიდი დასავლური ქვეყნის დიპლომატები ცდილობდნენ კონკრეტულ მითითებები უხეში ფრომითაც კი მიეცათ.
თეა წულუკიანის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი გუნდის ლიდერებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ამერიკის ყოფილი ელჩი ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ დიპლომატი ქართველი ხალხის სახელით ესაუბრებოდა საქართველოში მომუშავე ელჩების ნაწილის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებზე გავლენის მცდელობას ოპოზიცია გამორიცხავს.
ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის მონათხრობს მათივე კონსპირაციის თეორიას უწოდებენ. სამთავრობო გუნდი ოპონენტებსაც და დიპლომატებსაც ვენის კონვენციის პრინციპებს ახსენებს.
პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზოგიერთი ელჩის დამოკიდებულება წინააღმდეგობაშია და ხშირად სცდება საერთაშორისო წესებსა და ნორმებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს "რუსთავი 2-ის" გადაცემაში კონკრეტული ელჩები არ დაუსახელებია, თუმცა თეა წულუკიანის მზადაა საჭიროების შემთხვევაში ქვეყნებიც და მათი წარმომადგენლების ვინაობაც გაასაჯაროვეს, ვისაც ყოფილი იუსტიციისა და კულტურის მინისტრი "დიქტატურაში" სდებს ბრალს.