
მანიფესტანტებს საპროტესტო აქციების გამართვა ახალი წესებით მოუწევთ. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცა.
აკრძალულია აქციის ჩატარება დახურულ სივრცეში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე - ეს ერთ-ერთი ცვლილებაა, რაც კანონით დარეგულირდება.
ცვლილებების შესაბამისად, იკრძალება აქციის დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძების და რკინიგზის ბლოკირება. ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კი, ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა იქნება სანქცია, ძალადობრივი ქმედებების შესახებ საჯარო მოწოდებებზე. პოლიციელებზე ძალადობის ან მუქარის ფაქტებზე კი, პატიმრობის ვადა გაიზრდება
"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ცვლილებების დაკანონებას ეხმაურება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ , რომ ეს საზოგადოების დაშინების მცდელობაა.
მმართველი გუნდის განცხადებით, ცვლილებების დაკანონება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პრევენციას ემსახურება.
დაჩქარებული წესით მიღებული ახალი კანონები, უახლოეს მომავალში, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.