20 მარტი 2025,   05:06
ვრცლად
"აწარმოე საქართველოში" პროგრამამ ბიზნესის ახალი მიმართულების ათვისება დაიწყო - პროექტით უკვე ექვსმა კომპანიამ ისარგებლა

უძრავი ქონების და ინვესტიციების კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამით უკვე ისარგებლა. 10 მილიონი დოლარისა და 3 მილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციები უკვე გამოუშვა და საფონდო ბირჟაზეც განათავსა.

ფირმის ფინანსური დირექტორი გვიყვება, რომ ფასიანი ქაღალდებით ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ დიდია. ობლიგაციების გაყიდვიდან მალევე, კორპორაციამ შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა და მანამდე არსებული საბანკო ვალდებულებების დაფარვაც მოახერხა. კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი პროგრამით ექვსმა კომპანიამ ისარგებლა. პროექტს სააგენტო აწარმოვე საქართველოში ახორციელებს.

სახელმწიფო პროგრამა ბენეფიციარებისთვის ობლიგაციების გამოშვებაში ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესს საკრედიტო რეიტინგების მოპოვების ხარჯებს და საბროკერო კომპანიის მომსახურების საფასურს უნაზღაურებს. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კომპანიებმა ფასიანი ქაღალდების გამოშვებით საფონდო ბაზარზე 250 მილიონ ლარამდე დამატებითი საინვესტიციო რესურსი უკვე გააჩინა.

პროგრამის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებაა. პროგრამის ფარგლებში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 100-მდე ემისიის მხარდაჭერა იგეგმება, რაც ჯამში სამ მილიარდ ლარზე მეტ საინვესტიციო რესურსს მოაბილიზებს.

დღის ამბები