
აშშ-ში, Frontier Airlines-ის რეისზე, რომელიც ჰიუსტონში მიფრინავდა აგრესიულმა მამაკაცმა თვითმფრინავის ილუმინატორის შუშა ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ის სხვა მგზავრებმა გააკავეს და აეროპორტში დაფრენის შემდეგ პოლიციას გადასცეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
რეისი F9 4856 დენვერიდან ჰიუსტონის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც აფრენიდან 30 წუთში ერთ-ერთმა ქალმა მამაკაცს ადგილის გადაცვლა სთხოვა, რის გამოც მამაკაცი აგრესიული გახდა, ქალის სავარძელს წიხლი ურტყა და ილუმინატორის შუშა ჩაამსხვრია.
აგრესიული მამაკაცი, ბორტზე მყოფმა ყოფილმა სამხედრომ, სხვა მგზავრების დახმარებით გააკავა.
მიუხედავად ბორტზე მომხდარი დაპირისპირებისა, თვითმფრინავი დანიშნულების ადგილამდე დროულად ჩაფრინდა და ავარიული დაშვება არ განუხორციელებია.