21 მარტი 2025,   11:22
ვრცლად
"ეს არის საბჭოთა სისტემის რესტავრაცია" - ლაშა ფარულავა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტზე

"შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" მიღებული ცვლილებების პაკეტი მეორე დღეა განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. 

ოპოზიცია ცვლილებათა პაკეტს დაშინების მცდელობას უწოდებს. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ცვლილებებს რეპრესიების ტალღას უწოდებს. 

"ეს არის ახალი რეპრესიების ტალღა, წითელი ტერორი და ფაქტობრივად გულაგების დაანონსება. ეს არის საბჭოთა სისტემის რესტავრაცია, რომელსაც ახდენს ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ეს მას არ გამოუვა, არავინ თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, ევროპულ მომავალზე უარს არ იტყვის," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თანახმად, აქციის დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძების და რკინიგზის ბლოკირება უფრო მკაცრად დასჯადი გახდება.

ძალადობრივი ქმედებების შესახებ საჯარო მოწოდებებზე კი ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა შემოდის.

დღის ამბები