21 მარტი 2025,   10:46
ვრცლად
თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის - განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა

ოპოზიციონერ თამარ კორძაიას განცხადებით, მან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პოლიტიკოსმა facebook გვერდზე დაწერა. ის გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური საქმიანობა 2013 წელს დაიწყო, მუდმივად ცდილობდა ყოფილიყო ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების დამცველი.

"ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ - არა. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს" - აღნიშნავს თამარ კორძაია.

ის არ საუბრობს სამომავლო გეგმებზე და წერს, რომ რჩება "აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად".

ცნობისთვის, თამარ კორძაია საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიით იყრიდა კენჭს.

დღის ამბები