21 მარტი 2025,   11:44
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი "ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობის მისაღებად კანადაში გაემგზავრა

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი "ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობის მისაღებად კანადაში გაემგზავრა. ტურნირზე საქართველო 20 სამხედრო პარასპორტსმენით წარდგება.

დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცები სპორტის ისეთ სახეობებში იასპარეზებენ, როგორიცაა მჯდომარე ფრენბურთი, პარა-კალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე, ბიატლონი, კერლინგი და თხილამურით სრიალი.

საერთაშორისო ასპარეზობაში 25-მდე ქვეყნის 550 პარასპორტსმენი მონაწილეობს. 

დღის ამბები