21 მარტი 2025,   12:03
ვრცლად
საქართველოში მედიასაშუალებები და უფლებები დაცული უნდა იყოს ისე, როგორც ეს არის დაცული დიდ ბრიტანეთში - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში მედიასაშუალებები და უფლებები დაცული უნდა იყოს ისე, როგორც ეს არის დაცული დიდ ბრიტანეთში.

მის თქმით, თუ ბრიტანეთში არსებობს მედიასაშუალებასთან დაკავშირებით კანონი, რატომ არ უნდა იყოს მსგავსი კანონი საქართველოში.

"ვერავინ შეგვედავება, რომ ბრიტანეთში მედია თავისუფლების კუთხით პრობლემები არ არის და სიტყვის თავისუფლებას ბრიტანეთში პრობლემები არ აქვს. თუ ვინმე ამას იტყვის, მაშინ მიმართოს ბრიტანეთის ხელისუფლებას. ამიტომ, თუ იქ არსებობს მედიასაშუალებასთან დაკავშირებით კანონი, რატომ არ უნდა იყოს მსგავსი კანონი საქართველოში?! ჩვენც გვაქვს ამის შესაბამისი ამბიცია და არა მარტო ამბიცია, შეფასებებიც გვაქვს ამის, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა. მედია საშუალებები და უფლებები დაცული უნდა იყოს ისე, როგორც ეს არის დაცული დიდ ბრიტანეთში. თუ არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით, მიბრძანდნენ და ბრიტანეთის ხელისუფლებას დაუსვან კითხვები, რატომ არსებობს ასეთი კანონი მედიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, როგორც ინგლისში, ასევე საქართველოში იქნება დემოკრატიული კანონი მედია საშუალებებთან დაკავშირებით ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები