21 მარტი 2025,   11:45
ვრცლად
"გახარიას გუნდს დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც გავიგებთ საბოლოო ჯამში მათ პოზიციას" - ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი, ვისაც სადეპუტატო მანდატი შეუწყდა, გიორგი გახარიას გუნდს აკრიტიკებენ. გახარიას გუნდს პარლამენტისთვის მანდატების შეწყვეტის ოფიციალური განცხადებით ამ დრომდე არ მიუმართავს.  

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტში მარტო "ქართული ოცნება" დარჩება. 

"გახარიას გუნდს დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც გავიგებთ საბოლოო ჯამში მათ პოზიციას. მე არ ვფიქრობ, რომ პროცედურულადაც ეს მალე მოუწევთ. რაც შეეხება ჩემს სურვილს, ჩემი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ვიყოთ ერთიანები და აქამდე მეტ-ნაკლებად ვახერხებდით ამას. ყველა ბზარი ერთიანობაში არის ძალიან პრობლემური და ძალიან არასწორი იქნება. მე ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი იქნება მხოლოდ ქართული ოცნების წევრებით დაკომპლექტებული და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება და კითხვის ნიშნები აღარ იქნება," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

არჩევნების შედეგების მიხედვით, 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი, თუმცა მიმდინარე კვირას სამ პოლიტიკურ გაერთიანებას, მათივე განცხადების საფუძველზე პარლამენტმა ვადაზე ადრე შეუწყვიტა უფლებამოსილება. ჩამონათვალში არ არის გიორგი გახარიას პარტია. 

დღის ამბები