26 აპრილი 2025,   19:28
ვრცლად
ალასკაზე Bering Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა რადარებიდან გაქრა

აშშ-ში, ალასკაზე Bering Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც 9 მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა. ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ალასკას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ალასკას შტატის ჯარისკაცებმა მიიღეს შეტყობინება, რომ რეისი უნალაკლეიტიდან ნომის მიმართულებით ვერ დაეშვა და სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით რადარებიდან გაქრა.

თვითმფრინავი ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს.

დღის ამბები