19 მარტი 2025,   23:24
ვრცლად
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი კლინიკა "ვივამედში" შევიდა - ისინი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას შეისწავლიან

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი კლინიკა "ვივამედში"  შევიდა - ისინი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას შეისწავლიან.

ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ.

მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა "ვივამედში" სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 3 დღის წინ გადაიყვანეს.

დღესვე, დაკავებული ჟურნალისტი ადვოკატმა მოინახულა და განაცხადა, რომ ის კვალავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს.

დღის ამბები