19 მარტი 2025,   23:26
ვრცლად
ინდონეზიაში, დედა-შვილი ერთი და იგივე ნიანგმა დაგლიჯა

ინდონეზიაში, დედა-შვილი ერთი და იგივე ნიანგმა დაგლიჯა. ქალის ცხედრის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 64 წლის ქალი მდინარე ლედევეროში ოჯახის ტანსაცმელს რეცხავდა, როდესაც მას ნიანგი დაესხა თავს. ქმარმა მისი გადარჩენა სცადა, თუმცა ვერ შეძლო.

თავდასხმის შემდეგ, ოჯახმა ინციდენტის შესახებ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა და სამძებრო ოპერაცია მოხალისეების ჩართულობით დაიწყო.

იმავე დღისით, სამძებრო ოპერაციის დროს, ნიანგი დაკარგული ქალის 35 წლის ვაჟს დაესხა თავს და გაიტაცა.

პოლიციამ მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს, დილით ადრე, მდინარეში იპოვა.

პოლიციის განმარტებით, ქალის ცხედრის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა სამძებრო ოპერაცია მოხალისეების ჩართულობით გრძელდება.

დღის ამბები