
მეღვინეობის 800 წლიანი ტრადიცია თანამედროვე სტანდარტებს, წლიდან წლამდე, სულ უფრო მეტად უახლოვდება. მაღალი ხარისხი მრავალფეროვანი ისტორიით - ეს ის ძირითადი მახასიათებელია, რომელიც ქართულ ღვინოს ბაზარზე გამოარჩევს. ნიკოლოზ შეყრილაძე ერთ-ერთია, ვისი კომპანიის ნაწარმიც საერთაშორისო კრიტერიუმებს შეესაბამება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მიერ, 284 დეგუსტაცია ჩატარდა. ღვინის 13 006 ნიმუშიდან 12 383-მა დადებითი შეფასება მიღო. ქართული ღვინის კომპანიები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ვაზის ზრდა-განვითარებასა და მოვლას. ღვინის სააგენტოში განმარტავენ, რომ კერძო სექტორისთვის სასმლის სწორად წარმოება უკვე პასუხისმგებლობად იქცა.
დადებით მაჩვენებელთან ერთად, მცირე დარღვევებიც არის. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ შემოწმებული 154 ნიმუშიდან, დარღვევა მხოლოდ 34-ში აღმოჩნდა.
ხარისხის კონტროლი წელსაც გაგრძელდება. 2021 წლიდან, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები აწარმოებენ.