19 მარტი 2025,   23:23
ვრცლად
ეპიდემია Royal Caribbean International-ის საკრუიზო გემზე - ინფიცირებულია 90-მდე მგზავრი და ეკიპაჟის რამდენიმე წევრი

Royal Caribbean International-ის საკრუიზო გემზე, 90-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, კუჭ-ნაწლავის ვირუსით დაავადდნენ, რომელიც ღებინებას და დიარეას იწვევს. გემი 1 თებერვალს ერთ კვირიან კრუიზში ფლორიდიდან გაემგზავრა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

CruiseMapper-ის ცნობით, გემი შაბათს უნდა დაბრუნებულიყო კოზუმელში, როატანში, ბელიზ სიტიში და კოსტა მაიაში გაჩერებების შემდეგ.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Royal Caribbean"s Radiance of Seas-ზე ეპიდემია მოხდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დაავადება.

გემების სანიტარული დასუფთავების პროგრამის განცხადებით, დაავადების აფეთქების შესახებ სამშაბათს შეიტყვეს, როდესაც გემს გზის ნახევარი ჰქონდა გავლილი.

გემზე 2,164 მგზავრი და ეკიპაჟის 910 წევრი იმყოფება. გემების სანიტარული დასუფთავების პროგრამის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაავადებული 89 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია. ყველა ინფიცირებული იზოლირებული იყო.

დღის ამბები