20 მარტი 2025,   06:29
ვრცლად
რა ღონისძიებები ჩატარდება დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით დაანონსებულ ღონისძიებებზე, ინფორმაციას ავრცელებს:

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება.

8 თებერვალს, შაბათს

09:00 სთ. - დავითობის წირვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში;

10:00 სთ. - დავითობის წირვა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში;

10:00-13.30 სთ. - მცხეთასა და თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივნისა და ქუჩების კურთხევა, მოსახლეობის დალოცვა;

12:00 სთ. - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში, სამღვდელოების პარაკლისი დიდგორის ველზე მდებარე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში; პარაკლისის შემდეგ ლოცვითი მსვლელობა მრევლთან ერთად მეფე დავითის მონუმენტამდე;

13:00 სთ. - თბილისის შემოსასვლელში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის სამეფო გვირგინით შემკობა;

13:30 სთ. ლოცვითი მსვლელობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან (24 საჯარო სკოლის ტერიტორია) სამების საკათედრო ტაძრამდე და სამშვიდობო პარაკლისი.

P.S. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება,"- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

დღის ამბები