20 მარტი 2025,   05:26
ვრცლად
დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა - რა ღონისძიებები ჩატარდება დავითობასთან დაკავშირებით

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც ტაძრებში საზეიმო წირვა ჩატარდება.

დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. იგი 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება აღევლინება და სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება.

8 თებერვალს, შაბათს

09:00 სთ. - დავითობის წირვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში;

10:00 სთ. - დავითობის წირვა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში;

10:00-13.30 სთ. - მცხეთასა და თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივნისა და ქუჩების კურთხევა, მოსახლეობის დალოცვა;

12:00 სთ. - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში, სამღვდელოების პარაკლისი დიდგორის ველზე მდებარე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში; პარაკლისის შემდეგ ლოცვითი მსვლელობა მრევლთან ერთად მეფე დავითის მონუმენტამდე;

13:00 სთ. - თბილისის შემოსასვლელში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის სამეფო გვირგინით შემკობა;

13:30 სთ. ლოცვითი მსვლელობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან (24 საჯარო სკოლის ტერიტორია) სამების საკათედრო ტაძრამდე და სამშვიდობო პარაკლისი.

P.S. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება,"- აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში. 

დღის ამბები