22 მარტი 2025,   19:55
ვრცლად
"ჯო გათავისუფლებული ხარ" - დონალდ ტრამპის განცხადებით, ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოერთვა

ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოერთვა - ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა.

"არ არის იმის საჭიროება, რომ ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ჯო ბაიდენის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის ნებართვას ვაუქმებთ და მის ყოველდღიურ დაზვერვის ბრიფინგებს ვწყვეტთ," - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული პრეცედენტი 2021 წელს შექმნა, როდესაც მას ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა.

"მე ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ყოველთვის დავიცავ. ჯო გათავისუფლებული ხარ," - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები