24 მარტი 2025,   00:23
ვრცლად
რუსთავმა, ახალგაზრდულ კონფერენციას - "ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები" უმასპინძლა

რუსთავმა, ახალგაზრდულ კონფერენციას - "ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები" უმასპინძლა. კონფერენციას 300-ზე მეტი რუსთაველი ახალგაზრდა ესწრებოდა.

შეხვედრა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკიშვილმა გახსნეს.

ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა- ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, 21-ე საუკუნის ახალგაზრდულ შესაძლებლობებზე, კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე და განათლების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების როლზე ისაუბრეს.

კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებს ოქსფორდის ლიდერობის სკოლის სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება, ახალგაზრდობის სააგენტოს და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

დღის ამბები